"პოლკიტიკური ძალის მიერ არაადეკვატური ღიმილი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული, არ მიმაჩნია სწორად და ვითარებას ვერ შეცვლის" - პრეზიდენტის განცხადება ბოლო პერიოდის მოვლენებზე
პოლიტიკა - 11:53, 16 Oct, 2018     1379
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც გახმაურებულ საკითხებს ისაუბრა:
გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათზე დგას საქართველოს სიმტკიცე და ქვეყნსი ტერიტორიული მთლიანობა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი, ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა და დღეს იმ ადამაინებს მინდა მივმართო, ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს, მინდა მივმართო ქართველ ჯარისკაცებს, იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე და დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი არის ის უფლება რაზეც შენდება სახელმწიფო, ტქვენი გრმირობა ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული,ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენს მიერ შეწირული სიცოცხლის, ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, საქართველო, როემლიც ოკუპირებულია რუსეთს მიერ, რომელიც იქნა თავდასხმის ობიექტი, ამ საქართველოსთვის სამსახურს, მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერნი არიან ამისთვის. თქვენ ხართ ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა და ერი დგფას" - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მარიხუანას კულტივაციაზე გაამახვილა ყირადღება და აღნიშნა, რომ ის არის ლოიალური ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ, თუმცა ქვეყანასი ნარკოტიკული საშუალებების წარმოება სრულიად მოუღებელია.

"ასრებულ პოლიტიკურ ვითარებაში გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლებას. მე ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ, არა ერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია, არ მიმაჩნია რომ მათ უნდა მოიხადონ სასჯელი როგორც კრიმინალებმა, მაგრამ სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოება საქართველოში, თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფეტურად ნარკოტიკების გავრცელებას და მეორე, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო როგორც ნარკოტიკების მწარმეობელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც გვაფასებენ და გვიცავენ, ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები, საქართველო ვერ იქნება ვერც მერიხუანის ვერც სხვა ნივთიერების მწარმოებელი." - განაცხადა გიორგი მარგველაშვლმა.

პრეზიდენტი თავის განცხადებაში "ომეგას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო და თქვა, რომ როცა საუბარია ბიზნესის რეკეტზე და კრიმინალური დაჯგუფებების ჩარევაზე, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ღიმილის მომგვრელი არაადექვატური პასუხები მიუღებელია.

"შემაშფოთებელი იყო ტელეკომპანია იბერიისა და ომეგა ჯგუფის ირგვლივ გავრცელებული მოვლენები, მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს და ეს სტანდარტი მინდა შევინარჩუნო, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც იქნა გამოვლენილი, ბრალდებებს არაფორმალური, კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის და სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავლსაზრისით, პასუხი გაეცა, რომ ეს საკითხები თურმე ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა, ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი, თუ ეს არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით ეს თავისთავად პრობლემურია, პოლიტიკური ძალის მიერ არაადექვატური ღიმილი რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული არ მიმაჩნია სწორად" - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ზაზა სარალიძე, ირინა ენუქიძის მსგავსად, საკუთარი ქმედებით იცავს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი შვილების სიცოცხლესაც.

"მინდა გამოვეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას, ჩემი მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს, ირინა ენუქიძის მსგავსად ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს, დღეს დედაქალსი მტავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით იფგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშბელი, ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური შეფასებები, კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში" - აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა არ ისურვა კომენტარი იმ ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც მოზარდების მკვლელობსი აქმეს უკავშირდება და სადაც მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

"არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერრებზე, კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ რეაქციებზე. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემედე, რომ საქმე ექმენება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას. იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ მე პოლიტიკური ქულები არ ამქვს დასაწერი, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომები განხორიცელება, არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი, ამ ვიტარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. აქედან გამომდინარე გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედ სახლმწიფოს სტრუქტურებთა, ვიტათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისთვის, მივმართავ პრემიერ-მინისტრს მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც გავმართავ მათთან შეხვედრას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42