სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ორი დღის წინ „რუსთავი2“-ის ეთერით გავრცელდა და რომელიც გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაშია გაკეთებული, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება.
დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ დავით ცუხიშვილი მისი უწყების თანამშრომელია, თუმცა გაურკვეველია, რა სტატუსით მონაწილეობდა იგი შეხვედრაში.
„ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი ამ ჩანაწერების ირგვლივ აღძრულია გამოძიება და მე მგონი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს ახლოს,“- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანია.
მასალის გამოყენების პირობები






