„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაცია ენმ-ს მიერ დღეს გამართულ აქციას პროვოკაციად აფასებს
პოლიტიკა - 21:11, 15 Oct, 2018     1813

„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ორგანიზაცია ენმ-ს მიერ, დღეს გამართულ აქციას პროვოკაციად აფასებს და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გეგმავს.
„არცერრთ ოპოზიციურ პარტიას, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ საპრეზიდენტო სავარძელი დაიკავოს. სწორედ ამიტომ, მათ დარჩათ ერთადერთი, ეს არის ქაოსი, არეულობა. ეს არის ისეთი ფაქტები, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოგვივარდნენ ოფისში და შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს წევრს. შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს აქტივისტებს. არ გავეცით პასუხი, იმიტომ რომ გვესიმის, ჩვენზეა პასუხისმგებლობა, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა ჩვენი აქტივისტების შეკავება, რომ ღირსეული პასუხი არ გაეცათ. ისინი პრეზენტაციას ეწვეიან ჩვენსას და საკუთარ წარსულს ივიწყებენ. მინდა მივმართო, „ნაცმოძრაობის“ ინკუპატორიდან წამოსულ დამქაშებს და ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, კარგად გადახედონ თავიაანთ პოლიტიკურ წარსულს, ვინ არინ და რანი არიან, ნუ დაემართებათ პოლიტიკური ამნეზია. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ღირსეულ პასუხს გასცემს საარჩევნო ყუთთან.“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა გელა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია „ოცნების“ ოფისთან დღეს გამართეს. შეკრებილებმა შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. აქციის მონაწილეებმა, ყოფილი მაღალჩინოსნის , მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42