საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერების ავთენტიკურობა დადგინდება, შესაძლებელი იქნება იმის თქმა რომ საქმე ეხება ორმაგ შანტაჟს. მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ეს მირზა სუბელიანის მხრიდან შანტაჟის პირველი შემთხვევა არ იყო.
„ჩანაწერების ავთენტიკურობის დადგენის შემთხვევაში, საქმე გვექნება ორმაგ შანტაჟთან, ერთის მხრივ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს ხელისუფლებას და სავარაუდოდ ეს პირველი არ უნდა იყოს, მაგრამ ამის შედეგი გვაქვს, რომ ის ციხეში ზის და პატიმრობა აქვს შეფარდებული, მეორე მხრივ ძალიან საინტერესოა და გამოძიებამ დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, ვინ დააშანტაჟა ის ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომ ჩანაწერები ჯერ განხორციელდა და შემდეგ მოხვდა ნაციონალების მედია საშუალებაში.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






