"ქართული ოცნების ხელისუფლებას აღარ აქვს მორალური და ლეგიტიმური უფლება მართავდეს სახელმწიფოს" - "სამოქალაქო ერთობა - ძალა ერთობაშია" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:20, 15 Oct, 2018     1837
14 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის ეთერში გავრცელებული აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამოქალაქო ერთობა - ძალა ერთობაშია განცხადებას ავრცელებს:


„გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის ეთერში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მოიცავს შოკისმომგველ ინფორმაციას საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში არსებული მაღალი დონის ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, სადაც ფიგურირებენ ამ სისტემის მაღალჩინოსნები და შეიარაღებული უკანონო ფორმირებები.

ჩანაწერში აღწერილია სხვადასხვა გახმაურებული საქმეების მოწმეთა გატაცებები და წამება პროკურატურისა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად სასურველი ჩვენებების მისაღებად. ნახსენებია კონკრეტული უკანონო გარიგება შსს მინისტრ გიორგი გახარიასა და ბრალდებულ მირზა სუბელიანს შორის ამ უკანასკნელის სასჯელის პირობებზე. შსს მინისტრის დავალებით მის მოადგილეს ლევან კაკავას უნდა უზრუნველეყომირზა სუბელისათვის ფინანსური კომპენსაციაოცნების ხელისუფლების არალეგალური შავი ფონდიდან.

ჩანაწერიდან ასევე იკვეთება ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების1 კრიმინალური ჩართულობა კონკრეტული გახმაურებული საქმეებში2. ჩანაწერში პირდაპირ არის ნახსენები ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ პროკურატურის არაფორმალური მართვათანამდებობიდან გადადგომის შემდგომ პერიოდშიდღემდე. აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში იმავე ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა სხვა ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ოთარ ფარცხალაძე არაფორმალური შეარაღებული დაჯგუფების საშუალებით უკანონოდ იტაცებდა, აკავებდა, ცემდადა არეკეტებდა „ომეგა ჯგუფის" მენეჯერებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს. ჩანაწერში აღნიშნული ფაქტები ასევე მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე ზემოთ ნახსენებ პროცესებში.

სახეზეა არაფორმალური ლიდერის მმართველობითგამოწვეული ღრმა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი - სამართალდამცავი ინსტიტუტები სრულად არის ჩამოშლილი და მათ აკონტროლებენ კრიმინალური ტიპის დაჯგუფებები, რომლებიც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის მიერშექმნილი კრინინალური სისტემის სადამსჯელო ნაწილს. ეს დაჯგუფებები სრულად აკონტროლებენ პროკურატურას, სასამართლოს, უშიშროების სამსახურსა და პოლიციას, ასევე თანამშრომლობენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას აღარ აქვს მორალური და ლეგიტიმური უფლება მართავდეს სახელმწიფოს.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ამომრჩეველი არ შეეგუება არსებულ კრიზისულ რეალობას და 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზეღირსეულ პასუხს გასცემს „ქართული ოცნების"ხელისუფლებას. ხელისუფლების შეცვლის მომდევნო ეტაპი უნდა გახდეს უახლოეს ვადებში საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

1 ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასახელებსშემდეგ პირებს: სოზარ სუბარი - ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი პრემიერ მინისტრი, მიხეილ შაყულაშვილი - ქ.თბილისის ყოფილი პროკურორი, ირაკლი შოთაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი - ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ყოფილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და შსს მინისტრის მოადგილე

2 ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასახელებს რამდენიმე ხმაურიან საქმეს (ივანე მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, ნავთლუღის სპეცოპერაციის, თეთრაძის, ხარძიანის, ციხის ბუნტის ), რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვსუზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გუნდისუკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათშორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა დაწამებაზე.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42