სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები - არის თუ არა ილია პინტურია პირი, რომლის ჩვენების საფუძველზეც გამოძიება დაიწყო
პოლიტიკა - 16:53, 15 Oct, 2018     5539
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის სკანდალურმა ჩანაწერმა, სისტემური დანაშაულებები გამოკვეთა. სკანდალურ აუდიოჩანაწერში სადაც ეს უკანასკნელი ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობაზე, ადამიანების გატაცებსა და წამებაზე, სასურველი ჩვენებების მისაღებად განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამნოიწვია.


ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ხელისუფლებაზე გაბრაზებულია, რომ მათ პირობა არ შეასრულეს და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ისეთი სკანდალური კომპრომატები აქვს, რომ მნათი გამოქვეყნება ავტომატურად ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა ჩანაწერის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემაც.

საათნახევარიანი ჩანაწერის ნამდვილობა პროკურატურამ ირიბად უკვე დაადასტურა. როცა დღეს საგანგებო განცხადება გაკეთდა, სადაც ითქვა, რომ „სუბელიანის ფარულად ჩაწერა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს აიძულეს“.

თადუმაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი და ზემოქმედება: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით.

„მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. ი.პ -სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა“- აღნიშნავენ უწყებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ი.პ. ქალბატონია, თუმფა განსხვავებული ვერსია აქვს მედიას. „ტვ. პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ი.პ. შეიძლება იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების #8-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ილია პინტურია. პინტურია მოქმედი ხელისუფლების პირობებში გლდანის ციხის დირექტორის მოადგილე იყო.

ინფორმაცია, რომ ი.პ. რომ შესაძლოა ილია პინტურია იყოს თავდაპირველად „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა:

„პროკურატურის მიერ დასახელებული ი.პ.გლდანის ციხის თანამშრომელი ილიკო პინტურიაა?!

ფინიტა ლა კომედია !

ბოდვა !

საქმის შეკერვაც კი არ იცით !“- დაწერა კილაძემ.

პინტურიას სახელმა 2014 წელს გაიჟღერა, როცა პატიმარმა შალვა გურგენიძემ ეს უკანასკნელი ზეწოლაში დაადანაშაულა.

არქივში დევს ასევე ფოთელი პატიმარის განცხადება, რომელიც გლდანის ციხის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებდა. 2014 წელს პატიმარი რუსლან გუგუნავა, აცხადებდა, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში ის სასტიკად სცემეს.

„იქ დამხვდა მოადგილე ილია პინტურია და აგრესიულად მითხრა, თუ არ გავჩუმდებოდი, ჩამიდებდნენ ან „შტირს“ ან „ბრიტვას“ და „სროგს“ დამიმატებდნენ. ამ თემას რომ აგრესიული ლაპარაკი მოჰყვა, ილია პინტურიამ დამარტყა ხელი და რამდენიმე თანამშრომელმა და ეგრევე დაუძახეს საბადრაგო მანქანას ისე, რომ ჩემი პირადი ნივთებიც არ ამაღებინეს, ისე გამომიშვეს ქუთააისის ნომერ მეორე დაწესებულებაში. მათი მხრიდან ასეთი მოპყრობის გამო გამოვაცხადე შიმშილობა, მთელი ტანი მაქვს დაჩეხილი, ამჟამად ვიმყოფები ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში და განვაგრძობ შიმშილს. მოვითხოვ აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას და გასაუბრებას“, - აცხადებდა პატიმარი ოჯახთან სატელეფონო საუბარში, რომელიც მისმა დამ 2014 წელს გაასაჯაროვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42