„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მას ჰქონდა საგამოძიებო ორგანოებზე ძლიერი ზეგავლენის საშუალება, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, ვანო მერაბიშვილის გაყვანის კადრებთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვამბობდით, რომ ეს არ იყო ერთადერთი საფუძველი, რის გამოც მას ჰქონდა ასეთი ძლიერი ბერკეტი და მექანიზმი გამოძიებაზე. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ. და ზუსტად ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა და მე მაინტერესებს, რა იქნება შემდგომი პასუხი სახელმწიფოსი. როდესაც გუშინვე გავრცელდა პროკურატურის წერილობითი განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ გამოძიება დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იქ იყო გამოკვეთილი რამდენი საკითხი. ეს არის, თუ როგორ მოხვდნენ ეს პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისინი არაუფლებამოსილი პირები იყვნენ, მაგრამ არაფერი არ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსის შემცველი იყო მირზა სუბელიანის საუბარი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს არა მარტო შეიცავდა, არამედ მკვეთრად გამოხატული იყო,“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
"რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, პროკურატურურის ყოფილი მაღალჩინოსანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრობს.
ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.
მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.
მასალის გამოყენების პირობები






