„როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველა დუმდა... კიდევ ბევრი მირზა სუბელიანი გამოჩნდება, რომელიც ამხელს ივანიშვილის ხელისუფლებას“ - ანი ნადარეიშვილი
პოლიტიკა - 15:23, 15 Oct, 2018     5056
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ გუშინ გასაჯაროებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შემდეგ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ახალაიები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეები არიან.

ნადარეიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა და მის მეუღლეს მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად გააცნო.

ნადარეიშვილი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ იმ კრიმინალური საქმიანობის შესახებ, რომელსაც სუბელიანი სჩადიოდა, მას ინფორმაცია არაერთხელ გაუსაჯაროვებია, თუმცა მაშინ ყველა დუმდა.

"ის ინფორმაციები, რომელიც გუშინ მირზა სუბელიანის პირით მოვისმინეთ, ჩვენ არაერთხელ გვაქვს გახმოვანებული, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომ მოწმეებს მირზა სუბელიანი აიძულებდა ჩვენების მიცემას ესეც მაქვს ადრე ნათქვამი, მაგალითად ის, რომ მოწმე პრესკონფერენციიდან გაიტაცეს და ამის კადრებიც არსებობს, თუმცა უშედეგოდ. მოკლეს მოწმე თათუხაშვილი, მოწმე პირდაპირ ამბობდა, რომ ის შავი ჯიპით გაიტაცეს, სცემეს და ტელეფონი წაართვეს, მოსამართლე სიტყვიერად კი ამბობდა, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინაც ყველა დუმდა. დღეს კი მართლა სხვა საქართველოში გავიღვიძეთ. ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გვაგინებდნენ და გვლანძღავდნენ, დღეს მწერენ და მებოდიშებიან. როგორც ჩანს, პირველწყაროდან მოსმენილი სიმართლე უფრო მწარე აღმოჩნდა საზოგადოებისთვის"- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ბაჩო ახალაიას სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან პატიმრებს "რუსთავი 2"-ის არხი გათიშული აქვთ.

"ბაჩო გახარებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგო, უშუალოდ იმისგან, ვინც ამ დანაშაულებებს სჩადიოდა. მე პირადად, არც ახლა ველოდები ობიექტურ გამოძიებას - საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ? ამას არ გააკეთებენ, თუმცა ამ ყველაფერს შემდეგი ხელისუფლება გამოიძიებს და ბევრი მირზა სუბელიანი გამოჩნდება, რომელიც იტყვის სიმართლეს და ამხელს ივანიშვილის ხელისუფლებას"- თქვა "ნიუპოსტთან" ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში პატიმარი მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და სისტემურ დანაშაულებებზე ამახვილებს ყურადღებას.

მაგალითად, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები არსებობენ, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული – სერგო თეთრაძის საქმე, ე.წ. ვანოს საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც.

სუბელიანი სკანდალურ ჩანაწერში ამბობს, რომ მან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებები ე.წ. კანონიერ ქურდებს მიაცემინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42