ცხარე დაპირისპირება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე -საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანის სკანდალურ განცხადებებზე რეაგირება მოსთხოვა. საუბარია იმ სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე, რომელიც „რუსთავი2“-მა გუშინ გაავრცელა.
„მე გეკითხებით პარლამენტი რა როლს შეასრულებს ამ ავტომატჩიკიანების გარიგებული პროკურორების ამ რაღაც საშინელებაში.
მაშინ, როდესაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელი იძახის, რომ ბავშვური ტრაგედია იყოო, თურმე ამ ბავშვური ტრაგედიის უკან დგას კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფება მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. თქვენა აქ მე მპასუხობთ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. გეკითხებით, პარლამენტი სასწრაფოდ რას გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ასეთ საშინელებას. რამდენიც გინდათ ვისაუბროთ წარსულზე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ამ წარსულზე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მე ამ წარსულის გამო წავაგე არჩევნები, არასდროს გავექცევი ამას, თქვენც უნდა წააგოთ არჩევნები, იმისთვის, რომ მიხვდეთ, რომ არ გასდის არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ადამიანის უფლებების დარღვევა, ღირსების დარღვევა, შეურაცხყოფა და ავტომაჩიკებიანების მოსმა თავზე“ - მიმართა ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
კილაძემ კი ხოშტარიას კვლავ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეახსენა:
„გეუბნებით პირდაპირ, რომ ეს არის პირველ რიგში გამოძიების პრეროგატივა, თქვენ რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ, ეს სიმართლე გითხრათ მეორე ხარისხოვანია.
„ახლა რომ გაგახსენდათ თურმე, რომ დამნაშავეები იყავით აქამდე სად იყავით? ხალხმა სწორედ იმიტომ არ მოგცათ ხმა და გითხრათ უარი თქვენს პოლიტიკურ ძალას, რომ ასეთი უბედურებები ხდებოდა ქვეყანაში“- განაცხადა სოფო კილაძემ
მასალის გამოყენების პირობები






