გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, მხარდაჭერებთან ერთად ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, რომელშიც სკანდალურ საქმეებსა და კანონდარღვევებზეა საუბარი, მმართველ გუნდს აღარ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მურთაზ ზოდელავა და ბაჩუკი ქარდავა.
„აქ მჯდომი ადამიანი ფაქტიურად არის მუნჯი, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ის არ ფუნქციონირებს როგორც პოლიტიკოსი, მე მესმის, რომ ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მას აქვს გაცნობიერებული, რომ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, როცა დათანხმდა ქართულ ოცნებას გამხდარიყო გუბერნატორი სამეგრელოში, დღეს, უკვე, როცა ბოლო პროცესები დაიწყო, მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ეხება სამეგრელოსაც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მირზა სუბელიანს ესაუბრებოდა, არის მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც უმძიმეს ამბებში არის ჩართული და ფაქტიურად ჩამოეხსნა ნიღაბი დანაშაულებრივ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივ, მაფიოზურ რეჟიმს, ამ ეტაპზე ეს ადამიანი აგრძელებს დუმისლ და მე მას მივმართავ, ან ამოიღოს ხმა, რამე მაინც თქვას ან დაწეროს განცხადება და წავდიეს ამ თანამდებობიდან და ეს იქნება მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






