მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს ვერ იჭერს, მით უფრო ვერ მოაგვარებს საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს- კახა კუკავა
პოლიტიკა - 13:55, 15 Oct, 2018     882

გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი - კახა კუკავა:

„გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ერთხელ და სამუდამოდ გაფანტა ვერსია იმის შესახებ, იყო თუ არა ადრე გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთენტიკური. სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ იმ ტიპის კრიმინალურ და კორუფციულ გარიგებებში, რაც დამახასიეთებული იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებისათვის.


ნიშანდობლივია, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ერთი ჩვეულებრივი ჯიბგირის, ოთარ ფარცხალაძის დაპატიმრებას, იგივე ხელისუფლება გვპირდება, რომ საქართველოს გააწევრიანებს ნატოში, ევროკავსირში, დაიბრუნებს აფხაზეთს, განავითარებს ეკონომიკას და დაასაქმებს ათიათასობით უმუშევარ ადამიანს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა, როდესაც ვერ აგვარებს იმ საკითხებს, რომელსაც, წესით, რაიონის პოლიცია უნდა აგვარებდეს, მით უფრო უძლურია ქვეყნის წინაშე არსებული რთული გამოწვევების წინაშე.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" ჟრიამული: თითქოს და, ვაი და, რა უბედურება დატრიალებულა საქართველოში?!


ნამდვილი კომედიაა, როდესაც მთავრობა, რომელსაც ფინანსური პოლიციის უფროსად ჰყავდა დანიშნული დავით კეზერაშვილი, დღეს საუბრობს იმის შესახებ, რომ თურმე დაუშვებელია ბიზნესში ჩარევა და კერძო საკუთრების შელახვა. ამ ვითარებაში ჩვენი გუნდი - „თავისუფალი საქართველო" არის ერთადერთი, რომელსაც რეალურად შეუძლია საქართველოში კანონის უზენაესობი დაცვა, რომელიც არასდროს ყოფილა ჩართული არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში. ამიტომაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არამარტო ფარცხალაძისა, არამედ ყველა იმ კრიმინალის, რომლებიც ჩადიოდნენ წლების მანძილზე ამ დანაშაულს,"- განაცხადა კახა კუკავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42