„შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ქვეყანას მართავენ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები“ - გრიგოლ ვაშაძის სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 12:22, 15 Oct, 2018     1211
მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც მირზა სუბელიანი და ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქვეყანას მართავენ შეიარაღებული კრიმინალური ბანდფორმირებები. მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაერთიანებული ოპზოიციის შტაბი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე,

„ძალიან მძმე დღე გაუთენდა საქართველოს, ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც ხელისუფლება გვყავს, ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს დაჯგუფებული, კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებები. სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავთ პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად. ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება, ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უსიტყვოდ და უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას. ჩვენ დავინახეთ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაიანხა, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში, მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შექმნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები, ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები, რომელიც ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს შეკერილი. ჩვენ დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მწოამეფეებზე იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები, დადასტურდა რომ შალვა თათუხაშვილი, სახელოვანი ვეტერანი, მოკლულია ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ.

28 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების მხარდაჭერა და მისი კანდიდატის, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამვს სიბინძურეს, რამაც ამოხეთქა ქართული ოცნების წიაღიდან, ამის მხარდაჭერა ნიშნავს, მხარი დავუჭიროთ შეთქმულებას, საქართველოს წინააღმდეგ“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42