სკანდალური აუდიო ჩანაწერები, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს - გაერთანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწოდა, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პირველივე ტურში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება არის მნიშვნელოვანია.
ვაშაძის განცხადებით, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცეს. გაერთიანებული ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ, რუსთაველის გამზირზე სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან მისვლით გამოხატავს მათ მხარდაჭერას:
„მოვუწოდებ ყველა პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, შემოგვიერთდით, იმიტომ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პირველსავე ტურში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ეს არის ის, რაც გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი იყო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სხვანაირად ჩვენ გადავიქცევით ქვეყანად, სადაც არც კანონი სუფევს, არც ინსტიტუციები გვაქვს და არც კონსტიტუცია მოქმედებს, ვის სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია ეკონომიკური წინსვა, ევროპის კავშირთან ან ნატო-სთან დაახლოება და მოწინავე ქვეყნების რიგებშ ღირსეული ადგილის დაკავება? ჩვენ ჩენთვითონ მივეცით საშალება კრიმინალურ დაჯგუფებებს ჩვენი სახელმწიფო გაენადგურებინათ და ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მაოხერხა საქართველოს მოქალაქემ, წყალში გადაიყარა. ასეთი შეურაცხყოფილი არ ვყოფილვა არასდროს, 90-იანი წლებიც კი არ არის ეს, ეს არის აფრიკის რომელიმე არშემდგარი ქვეყანა, სომალისავით, ამ ქვეყნის გადაწცევა სომალის ტერიტორიად, და დღეს ვინც იტყვის, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ უჭერს მხარს, ის ოპოზიციონერი არის, არც პოლიტიკოსი არის, არც საქართველოს მოქალაქე არის, გვეყოფა, იმიტომ, რომ ერთი წუთი არ არის დასაკარგი.
აქედან ჩვენ მივდივართ რუსთაველზე, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მხარში ამოვუდგეთ ბატონ სარალიძეს და ბატონ მაჩალიკაშვილს, რომლებმაც თავისი სიმართლე დაამტკიცეს და განსაკუთრებული ამდლობა მინდა ვუთხრა სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც სახელმწიფოს სადარაჯოზე დგანან, როდესაც ეგრეთ წოდებულიხ ელისუფლება, სინამდვილეში კრიმინალური დაჯგუფება, მათ ფაშისტებს ეძახის და თავში ჩარტყმას ჰპირდება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






