გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერტობაშია" წევრი ამბობს, რომ "ძალაუფლება მიიტაცა სინდიკატმა!, 28 ოქტომბერს კი ქართველმა ხალხმა უნდა გამოგლიჯოს მიტაცებული ძალაუფლება კრიმინალებს და აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური ინსტიტუტები!".
"ძალიან რთული მოსასმენი იყო გუშინ გავრცელებული ჩანაწერები, თუმცა რაც ამ ქვეყანაში ხდება, ქართული საზოგადოების კარგად ცნობილია და თვეებია ამას ვუყურებთ - დაწყებული "ომეგას საქმიდან", გაგრძელებული იმით, რა ხდებოდა სარალიძის საქმესთან დაკავშირებთ.
დღეს სახეზეა, რომ ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი დელეგიტიმაცია განიცადა ქართულმა ოცნებამ და ძალაუფლება მიიტაცა სინდიკატმა. ქვეყანას უკანონო, ხშირ შემთხვევაში, შეიარაღებული დაჯგუფებები მართავენ. ამ მძიმე ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია, 28 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და არჩევნებზე აქტიურობით გამოსტაცოს ძალაუფლება ამ ბანდიტურ დაჯგუფებას და აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური ინსტიტუტების მოქმედება.
ამის მაგალითი და შანსი არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. რის შემდეგაც, ამ არჩევნების კვალდაკვალ უნდა დაიწყოს, ყველა ინსტიტუტის- პარლამენტის, მთავრობის განთავისუფლება ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფებებისგან"- აღნიშნა ქარდავამ.
სახეზეა "ოცნების" ხელისუფლების მორალური და პოლიტიკური დელეგიტიმაცია, ძალაუფლება მიიტაცა სინდიკატამ
მასალის გამოყენების პირობები






