სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც გლდანის მერვე სასჯეალღსრულების დაწესებულებაშია გადაღებული და რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ლომჯარიას განცხადებით, სუელიანის უფლებები დარღვეულია:
„მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამ წუთებში მირზა სუბელიანს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრა უკვე ორი საათია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






