თბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 12:03, 15 Oct, 2018     563
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა. მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.


თბილისის მერმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, გამწვანების გეგმებსა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროებში კატარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისს სტუმრობთ. მზად ვართ, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ჩვენი დედაქალაქი ბევრად უფრო ლამაზი და სხვადასხვა მიმართულებით უკეთ განვითარებული ქალაქი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე კატარის გარემოს დაცვის მინისტრი თბილისში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. მისი თქმით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქალაქი, ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

„ძალიან მოგვწონს თბილისი, საინტერესო ქალაქია. აღფრთოვანებული ვარ თბილისის არქიტექტურით. ჩემთვის, როგორც გარემოს დაცვის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფერო. ამ მიმართულებით, აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ, კატარელი ბიზნესმენები თბილისში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდებიან“, - აღნიშნა კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42