„ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში“ - გიორგი ვაშაძე სკანდალურ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 11:45, 15 Oct, 2018     700

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და სადაც საკმაოდ სკანდალურ საკითხებზეა საუბარი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, უკიდურესად მძიმედ ექცევიან და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში:

„ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, უკიდურესად მძიმედ ექცევიან. არ არსებობს არანაირი სამართალი და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული ამ ბანდფორმირებებისთვის დავალების მიცემაში, დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში.

გუშინ ფაქტობრივად, ყველა ფაქტორი დავინახეთ, თუ რა ახდენდა ზეგავლენას ხორავას ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდებთან მიმართებაში და ის რასაც ზაზა სარალიძე ამბობდა ამდენი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, პირდაპირი მტკიცებულებები ვნახეთ ამ ყველაფრის.

კიდევ ერთხელ ვიძახით, ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს, ხელს აფარებს მათთან დაახლოებულ პირებს, ასრულებს უკანონო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი სახელმწიფო მართვის მექანიზმები იმისთვის, რომ გარკევეული პრევენცია მოახდინოს და თავის მოქალაქეები დაიცვას.

28 ოქტომბერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი. არჩევნების გზით მშვიდობიანად გავისტუმროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს დანაშაულებრივი სისტემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42