"მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია... კატებმაც ბოლომდე აიშვეს" - დავით უსუფაშვილი სკანდალურ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 11:35, 15 Oct, 2018     1490

სკანდალურ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ეხმაურება.

უსუფაშვილი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას მირზა სუბელიანის მონათხრობი არ გაკვირვებია:

"მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია და ადვილად ვირწმუნე „აუთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც... დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა!

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ - ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს...

ამ სიმწრის სტრიქონებს 2012 წლის გულანთებული „ოცნებელების“ უდიდესი უმრავლესობისთვის ვაქვეყნებ, ვინც მასში საკუთარ თავგადასავალსაც ამოიცნობს და ვისი ხმაც ასევე „კატების ყეფამ“ ჩაახშო. ჩაახშო, მაგრამ ვერ გააქრო და სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც!

********

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია

თქვენ მე საქვეყნო საქმის საკეთებლად დამიძახეთ და მე თქვენ საქვეყნო საქმის კეთებაში გამოგყევით. მე თქვენი ვირწმუნე და თქვენთან პატიოსანი და უღალატო საქმიანი ურთიერთობებისთვის განვეწყვე. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მათ შორის, ადამიანურად რთულად გადასატანი ბრალდებებისა და უნდობლობისა, ეს განწყობა არ შემიცვლია.

ბოლო 4 წელია ნემსის ყუნწში ვძვრები იმისათვის, რომ თუკი რამე შემიძლია და თუკი რამე ვიცი, თქვენთან ერთად იმ საქმეს მოვახმარო, რასაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ვემსახურები. ამ საქმეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის უფსკრულიდან ამოსვლა და თავისუფალ სამყაროსთან ზიარება ჰქვია. ამისათვის მიწევს უამრავი მსხვერპლის გაღება, პირადულიც, ოჯახურიც, პარტიულიც, კოალიციურიც. ამისათვის ამიტანია და კვლავაც ავიტან უამრავ რამეს, მათ შორის, თავმოყვარეობის ხარჯზეც. მაგრამ მეც მაქვს ზღვარი...

ამასობაში, კოალიცია და ქვეყანა წალეკა არაკომპეტენტურობამ, უღირებულებობამ, უსისტემობამ, არაორგანიზებულობამ, მაამებლობამ, კანონის იგნორირებამ.

სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდაუვალია რაღაც საკითხების ცოტა „სხვაგვარად მოგვარება“. მაგრამ ბევრი ჩვენი ასეთი ქმედება არა თუ „თეთრი ძაფითაა“ უკვე ნაკერი, რომელიც ადვილად შეიძლება შეამჩნიოს ვინმემ, არამედ „წითელი ძაფითაა“ ნაკერი, რომლის ვერ შეჩნევაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი სახე მიიღო, მაგალითად, უგულავას საქმემ.

და დღეს უკვე უგულავას ეპოპეის, ისევე, როგორც სხვა მრავალი უბედურების, შემომქმედები აქეთ იშვერენ ხელს, მე მაქვს მათთან თავი სამართლებელი და, შესაძლოა, თქვენ ვეღარ მოახერხოთ მათთან ჩემი დაცვა? იმ მთავარ პროკურორთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც პრემიერს არწმუნებდა, რომ ერთი მოსამართლის უცხოეთში ყოფნის გამო ერთი კვირით შეიძლებოდა საქმის განხილვის გადადება? იმ მინისტრთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც გარწმუნებდათ, რომ „მაცნეში“ გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა? იმ ხალხთან მაქვს რამე დასამტკიცებელი, ვინც „ავადმყოფი ტურავას“ ხელმოწერის არ დასმით ცდილობდა გაფუჭებული საქმის გამოსწორებას? ქვეყნის იმ „აღმაშენებლებს“ უნდა დავუმტკიცო ჩემი მოკრძალებული საჭიროება კოალიციაში, ვინც წელიწად-ნახევარში უგულავას განაჩენი ვერ უზრუნველყო და „უგულავები“ წამებულის შარავანდედით შემოსა? იმ ზონდერ-მოსამართლეებთან მაქვს ჩემი სარგებლიანობა დასამტკიცებელი, რომლებიც დღესაც სათავისოდ აკონტროლებენ სასამართლოს და ნაღმებზე გვსვამენ? მე პირადი და პარტიული ინტერესების გამო ვანგრევ სახელმწიფოს და ისინი აშენებენ, ვინც თქვენთვის საამებლად და სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები?

კი ბატონო. იყოს ეს საქმე სიმბოლურიც და გადამწყვეტიც. სიცხადე და გარკვეულობა თქვენც გჭირდებაც და მეც. რაც მთავარია, საქმეს სჭირდება სიცხადე. მივიღოთ გადაწყვეტილებები - ერთად თუ ცალკ-ცალკე.“-წერს დავით უსუფაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42