2017 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14,4 მილიარდი ლარია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ფინანსური აქტივების სტრუქტურა 2013-2017 წლების მიხედვით:
არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2017 წლის ბოლოსათვის 2,7 მილიარდი ლარი შეადგინა.
2017 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,2 მილია რდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 60,2. 2017 წლის ბოლოსათვის, არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 34,5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,0 მილიარდ ლარს).
მთლიანი ვალდებულებებიდან 8,6 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2017 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (სა გარეო ვალი) 6,4 მილიარდი ლარი შეადგინა .
ფინანსური წარმოებულების ღირებულება 81,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2017 წლის ბოლოსათვის 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა:
არაფინანსური კორპორაციების მიერ 2017 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 6,0 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის სტრუქტურაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:
2017 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1186,1 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 65,8 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 526,7 მილიონი ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






