"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:02, 15 Oct, 2018     11104
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი P.S-ის ეთერში გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს "ნიუპოსტთან" ეხმაურება და ამბობს, რომ სისტემა ჩამოშლილია. ხელისუფლებას კი ქაოსის დასაწყნარებლად ძალიან მცირე შანსები აქვს.

ხუხაშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამამბობს, რომ სკანდალური ჩანაწერების შემდეგ, "დიდი თავები" უნდა გაგორდეს.

"ფაქტია, რომ ხელისუფლებაში კონტროლი დაკარგულია, ეს ყველაფერი ქაოსში გადავიდა და რამის პროგნოზირება შეუძლებელია. კონკრეტულ ჩანაწერებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. მთავარი პრობლემა ის არის რომ სისტემა კონტროლიდან გამოვიდა. აქამდე თუ პარალიზებული იყო და არ მუშაობდა, ახლა, შიგნით, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგეს და ამ ქაოსის ფინალი აბსოლუტურად ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.

ექსპერტმა ხელისუფლებას დუმილის ნაცვლად რეაგირებისკენ მოუწოდა. ხუხაშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ წიაღში სასწრაფო, ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაატაროს.

"ხელისუფლებამ დროული, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს. ერთადერთი, რასაც ხელისუფლების გადარჩენა, ჯერ კიდევ შეუძლია, ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული თავების გაგორება. სხვანაირად, ნახევარი ზომებით, არაფერი გამოვა - დისი თავები უნდა გაგორდეს. მან ამომრჩეველს უნდა დაანახოს, რომ სისტემაზე კონტროლის რესურსი აქვს, თუმცა ამის ძალიან მცირე შანსია. მან თვითონ უნდა გაიკეთოს ქირურგიული ოპერაცია"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

სკანდალური ჩანაწერები, რომელიც „რუსთავი 2“- მა გუშინ გაასაჯაროვა, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, გაურიგდა ხელისუფლებას და მათთან შეთანხმებით ჩაჯდა ციხეში. სუბელიანმა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებიდან პირობაც კი მიიღო თუ რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლებამ სცენარს გადაუხვია, რაც სუბელიანის გაღიზიანების მიზეზი გახდა.

ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

პატიმარი ხელისუფელბის დსავალებით შესრულებულ მძიმე სამუსაოებსაც ახსენებს, რომელთა შორის ადამიანთა გატაცება და წამებაა. სამე ეხება ახალაიას და მერაბიშვილის საქმეებსაც, რომელიც სუბელიანის მტკიცებით, მან მიაგვარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42