2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა - საქსტატი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:30, 15 Oct, 2018     1487
2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (74,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 10,4 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15,6 პროცენტი სხვა სახის შემოსა ვლებზე ნაწილდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების სტრუქტურა 2017 წელს:


2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1479,7 მლნ. ლარი შეადგინა. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 819,9 მლნ. ლარი დაიხარჯა.

2017 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1366,0 მლნ. ლარი ნა ღდი ფულის სახით.

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 607,5 მლნ. ლარის ინვესტიცია. 2017 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1426,3 მლნ. ლარი შეადგინა.

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,8 ათას კაცს, რომელთაგან 61,4 პროცენტი ქალი იყო.

2017 წელს სადაზღვევო კომპანიების2 მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 413,1 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 43,4 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 15,5 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (16,4 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 251,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 63,8 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,8 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 11,2 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 3,5 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (3,7 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) მიერ 2017 წელს გამომუშავებული პრემია (ბრუტო) და დამდგარი სადაზღვევო ზა რალი (ბრუტო) დაზღვევ ის სახეობების მიხედვით:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42