„უახლოეს პერიოდში, შს მინისტრი, მთავარი პროკურორი გამოცხადდნენ პარლამენტში, როგორც ეს დაადგინა საგამოძიებო კომისიამ და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომელიც დაისვა საგამოძიებო კომისიის მიერ და იმ კითხვებს, რომლებიც კიდევ უფრო გამძაფრდა ამ ჩანაწერების მერე. ეს არის საკითხი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში და ამასთან დაკავშირებით დუმილი არის სრულიად მიუღებელი.“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.
პასუხისმგემლობის დაყენებაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რომან გოცირიძის თქმით, მინისტრები არ მოდიან ოფიციალურად დაბარების შემთხვევაში და არ იძლევიან პასუხს ქვეყანაში დაგროვილ უმძიმეს საკითხებზე:
„კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით გვყავდა დაბარებული შს მინისტრი, გვყავდა დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი. დაეკისროს პასუხისმგებლობა მაღალი თანამდებობის პირებს, პირველ რიგში მინისტრებს იმისთვის, რომ ისინი არ მოდიან ოფიციალურად დაბარების შემთხვევაში და არ იძლევიან პასუხს ქვეყანაში დაგროვილ უმძიმეს საკითხებზე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






