კონფლიქტოლოგ მამუკა გაჩეჩილაძის პასუხი ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძეს
პოლიტიკა - 11:40, 14 Oct, 2018     1275
ვინ “ჩანერგა” “ქართულ ოცნებაში” მარგველაშვილი და ალასანია? - ამ სათაურით ინტერვიუს ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძესთან აქვეყნებს გაზეთი „ალია“, სადაც ის აცხადებს, რომ რაც უფრო მეტად ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხდება პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია.

ინტერვიუში საუბარია კონფლიქტოლოგ მამუკა გაჩეჩილაძესა და მის ძმაზე - მალხაზ გაჩეჩილაძეზე. ჯორბენაძე ამბობს, რომ „მარგველაშვილს „დავერბოვკება“ არ სჭირდებოდა, ის ისედაც მათი იყო. ის ყოველთვის ახლოს იყო გიგა ბოკერიასთან და მამუკა გაჩეჩილაძესთან. ეს უკანასკნელი ნაკლებად ცნობადია. ის ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე და მიშა სააკაშვილის მეგობარი გახლდათ. გიორგი მარგველაშვილი მიბმული იყო მამუკა გაჩეჩილაძის ძმასთან, მალხაზ გაჩეჩილაძესთან, რომელიც მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში. ესენი თავის მხრივ, მიბმული იყვნენ მეგის ქარდავასთან და ამ ყველაფრის სათავეში იდგა დათა ახალაია, ხოლო მის უკან -ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ეს სქემა იყო. სანამ დროა, გამოიძიონ ყველაფერი“.

აღნიშნულ ინტერვიუს ვრცელი წერილით უპასუხა მამუკა გაჩეჩილაძემ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

ჩემმა მეჯვარემ და ფაქტიურად ჩვენი დროის მემატიანემ პროფესორმა ბატონმა ს.მ. შუაგულ ყაზახეთში მყოფს მომწერა „...მეც სხვამ გადმომიგდო სტატია და რამე გვითხარ ხოლმე ჩვენც, უბრალო მოკვდავთ ხანდახან მაინც ამდარ და სხვა წიაღსვლებზეო...“ (ერთი ამდარი ეს იგულისხმება „ვინ ჩანერგა ქართულ ოცნებაში მარგველაშვილი და ალასანია“ 10000-ს წაუკითა და 800-მდე გაზიარება)

მესმის მისი, ჩემი მეგობრების ვისაც ეს ჩაუკითხიათ, მაგრამ მე ნამდვილად ფრაქვია ნაციონალორი მოძრაობის ვიცე-თავმჯდომარე, სტატიაში მოყვანილი საპატივცემულო ხალხის მეგობარ-ახლობელმა და არა მხოლოდ მათმა სხვათა მრავალთა, ორი მეცნიერების დოქტორმა და ხუთი შვილის მამამ, ჩემდა სამწუხაროდ ორიანზე რო არაფერი ვთქვა ოთხიანი შეფასებაც რო არ მაქვს მიღებული სკოლა-უნივერსტიტეტებში, რა გითხრათ რით გაგახაროთ, გარდა იმისა რომ ჰალალად მიხარია ჩემო მეგობარნო.

მიხარია - 2013 წელს „ახალბედა“ გაზეთიდან დაიწყეს მაგდარი შტამპვა და 2018 წელს ლიდერალიამდეც მიუღწევიათ;

მიხარია - მე და ჩემს ძმას 08.08.08-ს ათი წლის თავზე რო მოგვიხსენიებენ, მიხარია - 8 აგვისტოს რო იწერება ჩვენზე მაგდარი სტატიები და არა პირველ აპრილს, გახსენდება იმდროინდელი გორიც გომიც, მეტეხიც და სხვა ბევრი რამეც, მე მამუკა გაჩეჩილაძე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლეგენდარულ პოლკოვნიკი მალხაზი გაჩეჩილაძე, რა ვქნა მეამაყებიან და მიყვარს მებრძოლი-მეომრები სამშობლოს ერთგული ჯარისკაცები მათ შორის ჩემი უფროსი ძმა, სხვათაშორის ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის ფორტეპიანოს ჯგუფის წარჩინებით კურსდამთავრებული უშიშროების პოლკოვნიკი, ეგეც ოთხიანს იშვიათად იღებდა, თან იმდენ წიგნ-წაკითხული ეგენი მაგენი თუ იგინი კი არა სერგეი ბუბკა ჭოკით რო ვერ გადაახტებოდა თავის საუკეთესო წლებში.

მიხრია - რომ დღეს ჩართული ვარ საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში (ცენტრალულ აზიაში რომელიც ძალზედ მნვნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის) აგრეთვე მაქვს პირადი პროექტი საქართველოში, მე და ჩემი მეგობრები მომავალ წელს ვხსნით ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრების ქსელს, პირველ ეტაპზე თბილისი-რუსთავი-გორი- ქუთაისი-ბათუმი რომელიც მოიცავს დახმარებას როგორც ბავშვებისთვის, მათ შორის პრაქტიკულად ჯანმრთელებისთვისაც მაგრამ, მცირე ხასიათობრივი პრობლემების სიჯიუტე, ჭირვეულობა და აშშ, აგრეთვე სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე არამხოლოდ ბავშვების არამედ ზრდასრულ ჩვენს თანამოქალაქეებსაც - ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი, დეპრესია და აშშ...

მიხარია - როგორ პოლიტიკოს ამა ქვეყნის შვილს, მშობელს, მეცნიერს, უბრალო მოკვდავს რომ სხვებთან ერთად ამ ცენტრებში ჩვენ შევძლებთ იმ კატეგორია ადამიანების უფასოდ დახმარებას რომლენიც გახლართულნი ილუზიების, დიდი მოლოდინების საოცნებო ლაბერნითებში, აღმოჩნდნენ პრაქტიკულად ბედის ანაბარა მიტოვებულნი უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში, ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება ამ ადამიანებისათვის მიუხედავად პირადი სიმპატია-ანტიპატია თუ ვინ ვიზე ოდესღაც რა დაწერა ან თქვა, უფრო მეტიც ჩვენ მათი ნებართვით თვითონ აუცილებლად მივალთ მათთან და გაუწევთ ყოველმხრივ დახმარებას რის შესაძლებლობაც იქნება, ძალა ერთობაშია!!!

მიხარია - და მეამაყება რომ 28 ოქტომბერს ჩემს თანამოაზრეებთან პოლიტიკურ პარტნიორებთან, ჩემს სათაყვანო და საყვარელ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პრეზიდენტად ავირჩევ ჩემს თანაინსტიტუტელს, (მიყვარს ეს სიტყვა), ღირს ქართველს, ღირსეული ქართველი ოჯახის პატრონს უმაღლესი რანგის დიპლომატს კარგ მეგობარს და საქართველოს მისი სახით ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი...

დღეს, 14 ოქტომბერია საუფლო დიდი დესასწაული გისურვებთ წარმატებულ შემოდგობას და მომავალს ამ ქვეყანაში ამ ქვეყანაზე და რაღა თქმა უნდა შევხვედროდეთ სამოთხეში...

პატივსცემით,

კონფლიქტოლოგიის დოქტორი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე,

მამა ორი სტიქაროსანი ვაჟისა და სამი ქალიშვილის (ფაქტიურად ათოსანთა)

14.10.2018





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42