ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს
პოლიტიკა - 18:55, 13 Oct, 2018     2732
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინიტრის მიერ ბაღდადის ციხეში ვიზიტისას წამოწყებული ჰუმანიტარული მისია საქართველოს სამი მოქალაქის - 6, 5 და 2 წლის ბავშვების საქართველოში დაბრუნების მიზნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, დღეს წარმატებით დასრულდა. „ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში მიატოვებს,“ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და ფასდაუდებელი უწოდა იმ ძალისხმევას, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ტაბატაძის, საერთაშორისო ორგანიზაციების - “UNICEF”-ისა და “ICRC”-ის ერაყის ოფისების მიერ იქნა გაწეული.


დღეს, ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი მცირეწლოვანი ბავშვი საქართველოში, ბებია-პაპის ოჯახში დაბრუნდა. ერაყიდან ჩამოსულ ბავშვებს იუსტიციის მინისტრი თავის შვილთან ერთად დახვდა აეროპორტში.

საქართველოს 25 წლის მოქალაქის შ.ს.-ის ტრაგიკული ისტორიის შესახებ იუსტიციის მინისტრისთვის ერაყში საქართველოს ელჩის, გია ტაბატაძისგან ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე შ. ს-ს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო. ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, მან დაიწყო სამართლებრივი პროცესი საქართველოს მოქალაქის სამი მცირეწლოვანი შვილის ციხიდან გამოსახსნელად და ბებია-პაპისთვის დასაბრუნებლად. ამ მიზნით 2018 წლის მაისში იუსტიციის მინისტრი ბაღდადს ეწვია, სადაც ის თავის ერაყელ კოლეგას, იუსტიციის მინისტრ ჰეიდარ ალ ჯამილის შეხვდა და პირადად სთხოვა აღნიშნულ საქმეში დახმარება.

„ერაყის ქალთა ციხეში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მოქალაქე ქალი იხდის სასჯელს მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ დაბრუნებით ჩვენ შევქმენით მაგალითი ბევრი დიდი ქვეყნისთვისაც კი, რადგან ამავე ციხეში ჩვენი მოქალაქის გვერდით ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალი იხდის სასჯელს შვილებთან ერთად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს.-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს.-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს.

ბავშვების საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო იმის გამოც, რომ ერაყის კანონმდებლობით, მალე, ასაკიდან გამომდინარე, მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ.

2018 წლის 23 მაისს ბაღდადის ქალთა ციხეში იუსტიციის მინისტრი პირადად მივიდა შ.ს.-ის მოსანახულებლად და მისგან მოისმინა დასტური, რომ მზადაა, თავისი შვილები საქართველოში გამოუშვას, რისთვისაც მინისტრს დახმარება სთხოვა. ამავე ვიზიტის დროს, საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ ბავშვების საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე − საქართველოს მოქალაქე შ.ს.-ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის პერსპექტივაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ.

ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს. -ის შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ „UNICEF“-ისა და „ICRC“-ის ერაყის ოფისები.

დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:


 ბავშვებს დაუდგინდათ საქართველოს მოქალაქეობა და დაუმზადდათ პასპორტები;

 ბაღდადის სასამართლომ მიიღო გადაწყეტილება ბავშვების დედისაგან განცალკევების თაობაზე და ნება დართო ქართულ მხარეს, 2018 წლის 19 ოქტომბრამდე ბავშვები გაიყვანონ ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიიდან;

 „Unicef“-ის დახმარებით მოხდა ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება დედასთან განსაშორებლად და საქართველოში გამოსამგზავრებლად;

 „Unicef“-მა უზრუნველყო ბავშვების ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირება;

 2018 წლის 13 ოქტომბერს სამი არასრულწლოვანი დაბრუნდა საქართველოში.

ზემოაღნიშნულ ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის, ერაყში დოკუმენტების მომზადების, ბაბუისა და სოციალური მუშაკების ერაყის რესპუბლიკაში ვიზიტის, ერაყის სასამართლოს მიერ ბავშვებთან დაკავშირებით დადგენილი ჯარიმის თანხები საქართველოს მთავრობამ გაიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42