მირცხულავა აღნიშნავს, რომ უწმინდესის ტახტიდან ნებაყოფილიბითი ჩამოშორება რუსული სცენარია.
ექსპერტი, ამავე კონტექსტში, პატრიარქზე განხორციელებულ ზეწოლას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მიმდინარე მძიმე დისკუსიასაც უკავშირებს და „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ „რუსეთის პოლიტიკურ და სასულიერი ხელისუფლებას საქართველოს საპატრიარქოშიც სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე“.
„ყველა დაინტერესებულმა და საკითხში ჩახედულმა პირმა კარგად იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მის უწმინდესობაზე ხორციელდებოდა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა საპატრიარქო ტახტის დათმობის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ, ისიც ცნობილია, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მოქმედი პირი იყო ვანო ჩხარტიშვილი. მას შემდეგ რაც პატრიარქს გამორჩეული ჰყავდა მოსაყდრე - ჩხარტიშვილის და მისი, პირდაპირ ვიტყვი - რუსული ინტერესების გამტარებელი წრის ინტერესებში შედიოდა, უწმინდესის ტახტიდან ნებაყოფილიბითი ჩამოშორება. რის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა ეს დავალება ბატონ ჩხარტიშვილს, ამაზე მსჯელობას ვარაუდების მოხმობაც არ სჭირდება - შეხედეთ რა ხდება მართლმადიდებელ სამყაროში უკრაინის ეკლესიის კონტექსტში და რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკურ და სასულიერი ხელისუფლებას სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩხარტიშვილს პოლიტიკურ ბონუსზეც ეფიქრა და მოეთხოვა. ეს უკიდეგანო მადის ადამიანია და თუ არის შესაძლებელი მდიდარი ივანიშვილი მართავდეს ქვეყანას, რატომ არის გამორიცხული, მისი ლოგიკით, რომ თავად იყოს მმართველი?“- აცხადებს გოჩა მირხხულავა.
პატრიარქზე ზეწოლის ფაქტებსა და ამ საქმეში ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობაზე, დღეს ტვ "იბერიას" ეთერში, 21:00 საათზე, ვანო პავლიაშვილის გადაცემაში "პოლიტიკურ ალგორითმი" ექსპერტი გოჩა მირცხულავა ვრცლად ისაუბრებს.
ცნობისთვის, პარტრიარქის ტერორზე ისაუბრა დღეს გიორგი ტიგინაშვილმაც.
თეოლოგი ამბობს, რომ საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ.
მისი თქმით, გარკვეულმა ჯგუფებმა, რომელშიც მაღალ იერარქებთან ერთად, ბიზნესმენებიც მოიაზრებიან, პარტიაქრს კონკრეტული თარიღიც დაუსახელეს და უთხრეს, რომ ის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, უნდა მომხდარიყო.
თეოლოგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და ზეწოლაც სწორედ ამას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






