მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს სამდივნოს ნაწილი, მაღალი იერაქები და ასევე ბიზნესმენთა ნაწილი უწმინდესს მოუწოდებენ გადადგომის შესახებ ხვალ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადოს.
თეოლოგის განცხადებით, ამით გარკვეულ ჯგუფს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს გაპატრიარქება, ილია მეორეს სიცოცხლეშივე სურს.
თეოლოგის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შეთავაზებაზე მკაცრ უარს აცხადებს და მის გადაწყვეტილებაში მყარია.
"კონფიდენციალურმა წყარომ, თანაც არაერთმა, მაცნობა კათალიკოს პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე, რომელსაც აწყობს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელთა გარკვეული კოლეგია და ამავდროულად იერარქიის წარმომადგენლებიც, რომელთაც სურთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე არჩევა, რადგან ისინი თვლიან, რომ უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლეში მას ბევრად უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ.
რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენია დაინტერესებულია აღნიშნული მზაობის სისრულეში მოყვანით, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ უშუალოდ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიოს, ძალიან დაბალი შანსები აქვს გახდეს პატრიარქი. თუ რატომ უნდათ მისი კათალიკოს პატრიარქად დადგინება, ესეც არ არის საიდუმლო, რადგან იგი საკუთარი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, პირადი კონტაქტებით დაკავშირებულია რუსეთის ეკლესიის პლატფორმასთან“ - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.
თეოლოგი აცხადებს, რომ მაღალი იარარქების სურვილი განპირობებულია იმით, რომ მათ თავი აარიდონ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ფინანსური მანიპულაციების გამო.
"მათთვის პრობლემურია ადმინისტრაციის ცვლილება, რომლიც არ იქნება მათი ინტერესების დამცველი. რადგან ის დაგროვილი კაპიტალი, რომელიც გააჩნიათ, მაფიოზური გზითაა მოპოვებული. და მათი აზრით ეს უნდა შენარჩუნდეს"- აღნიშნა ტიგინაშვილმა.
მისივე თქმით, "მეუფე შიო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის პროექტია".
„პატრიარქის პოზიცია არის საკმაოდ პრინციპული, ხისტი და შეუვალი. მას არ სურს, რომ რეალურად აღნიშნული კონსპირაციული გეგმა განხორციელდეს, ამბობს თეოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები






