"გაქვთ შანსი, ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს" - ჯაფარიძე შსს-ს პასუხობს და კანაფის ფესტივალის გაუქმებას არ აპირებს
პოლიტიკა - 17:25, 13 Oct, 2018     3805
„გირჩის“ ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი თქმით, 20 ოქტომბერს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს ჩაიდენს, თუმცა, მისი თქმით, კანონს არ დაარღვევს.

მარიხუანას ფესტივალზე კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი - ამბობს ჯაფარიძე.

„გაავრცელეს რაღაც მუქარის განცხადებები. ისინი გვემუქრებიან ჩვენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც კანონს დავარღვევთ და შესაბამისი სანქციები არსებობს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სიახლის სამართლის. მინდა შსს-ს ვუპასუხო მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე, პირადად, მაქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი 2016 წლის 31 ოქტომბერს, დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები. მაშინ მე კონკრეტულად დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას. 20 ოქტომბერს ასევე ჩავიდენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, თუმცა, ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი და ვახო მეგრელიშვილის საქმეზე გულისხმობდა იმას რომ მე მაქვს იმის გაკეთების უფლება, რის გაკეთებასაც ვგეგმავ 20 ოქტომბერს. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს არის მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და რომელსაც ლობირებენ მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა“ და არაა კანონის წინააღმდეგ.

ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად, გასართობად. მე, პირადად, ვაპირებ იქ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად ერთად მისვლას.

მინიმუმ, ვისაც აინტერესებს, თუ მართალა სერიოზულია შსს-ს განცხადება, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ შსს-ს განცხადება არის მართლაც სერიოზული. მე ამისი არ მჯერა მაგრამ მაინც. ამიტომ, კარგი შანსია, მოხვიდეთ, გაერთოთ და მათ შორის, ნახოთ რაღაც ისტორიული მომენტიც. ფესტივალი ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შსს-მ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების შეფასებით, "გირჩის“ განცხადება დანაშაულის ორგანიზების განზრახვაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42