თავდაცვის უწყება ოპოზიციას პასუხობს - "დისლოკაციის ადგილიდან შორს მცხოვრები ყველა სამხედრო იქნება დათხოვნაში, რათა თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა"
პოლიტიკა - 16:06, 13 Oct, 2018     1129
თავადაცვიის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

იზორიას უწყებაში აცხადებენ, რომ, სამწუხაროა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით, ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია.


საქმე ეხება თავადაცვის ყოფილი მინისტრრების დიმიტრი შაშკინისა და გიორგი ბარამიძის გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო პირებს არჩევნებზე ხმის მიცემა ეზღუდებათ:

"მიუხედავად გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის ვრცელი და ამომწურავი განცხადებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რადგან აღნიშნული ტიპის უბნები არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად მიიჩნეოდნენ.

ეს კიდევ ერთხერ ადასტურებს, თუ აღნიშნული პოლიტიკური პარტია რამდენად შორს დგას საერთო კონსესუსზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების აღიარებისაგან. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე ხოლო ნაწილი - გადასატანი ყუთის მეშვეობით. უფრო მეტიც, შეიარაღებულ ძალებში სამხედროები პარასკევიდან ჩვეულებრივ სარგებლობენ შაბათ-კვირის დასვენების დღეებით და ასე მოხდება საარჩევნო დღესაც.

ასევე მოგახსენებთ, რომ გათვალისწინებულია ტერიტორიული პრინციპიც და ის სამხედროები, რომლებიც ცხოვრობენ დისლოკაციის ადგილიდან შორს არცერთი მათგანი არ დარჩება ბაზაზე, ხოლო საარჩევნო დღის წესრიგი ისეა შემუშავებული, რომ საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

შესაბამისად, სწორედ ამგვარი პოლიტიკის დამსახურება იყო, რომ 2016 წელს თითქმის ყველა მოსამსახურემ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღო. რაც შეეხება 28 ოქტომბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ ეტაპზე სულ 6 პირი მიიღებს მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილიდან სხვა საარჩევნო უბანში, თუმცა, არჩევდებამდე 6 დღით ადრე, სამინისტროს აქვს ვადა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების შესახებ მიმართოს უბნებს.

მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, სურვილის შემთხვევაში, დისლოკაციის ადგილიდან შორს მცხოვრები ყველა პირი გაშვებული იქნება დათხოვნაში და მათ საშუალება ექნებათ სრულიად თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლებს დროს დანერგილი მავნე პრაქტიკა, როცა არჩევნები ყაზარმულ მდგომარეობაში და ზეწოლის ატმოსფეროში ტარდებოდა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. დღეს შეუძლებელია სამხედროებზე რაიმე ფორმით ზემოქმდება. საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს და ჯარი ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი, და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილებში გაუქმებულია საარჩევნო უბნები, რაც ჯარისკაცებისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაა, რითაც უწტება ჯარისკაცებს მთავარსარდლის არჩევის უფლებას უზღუდავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42