"10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა - დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის" - ჯორჯ კენტი
პოლიტიკა - 15:49, 13 Oct, 2018     1482
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა.

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის და რომ მსოფლიოს ახსოვს, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საოკუპაციო ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე მისი ტერიტორიული საზღვრების შეცვლის მცდელობებს. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და შრომობს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ. შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და გარდაცვალების ფაქტებით და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42