ჩვენ არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს - გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 15:43, 13 Oct, 2018     1356
გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანების ლიდერები რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.

ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ გააყალბოს.

„ჩვენ არ გვინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველ დღე. ჩვენ არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარზეა, სადაც ყოველი მესამე უმუშევარია. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპონენტი იქნება ხელისუფლების ნაწილი. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სათავეში იქნება ოპოზიციონერი, რომ ხელისუფლება არ მოასვენოს. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურორი იქნება ოპოზიციის მიერ შერჩეული და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩეული, სადაც პროკურატურას გამოეყოფა გამოძიება, გვეყოფა საბჭოთა გადმონაშთებში ცხოვრება. ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ყველანაირ ფუფუნებაზე უარს ვიტყვით და რაც შეილება მეტ თანხას გადავისვრით სამ მიმართულებაში, რაც არის განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც ვერავინ გაბედავს ვერავის დაჩაგვრას იმიტომ, რომ ის უმცირესობას ეკუთვნის.

საქართველოში ბიუროკრატიის თარეში დასრულდება, არ შეიძლება ბავშვი სკოლაში წინ და უკან დღეეში გადიოდეს 7 კილომეტრს და ვიღაცა ვიგინდარა ჩინოვნიკი 200 ათასიანი ჯიპით დადიოდეს. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დასნეულება, ჩვენ არ გვინდა ჩვენი გენოფონდი ამოვწყვიტოთ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოში მარიხუანის პლანტაციები არ იქნება. უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ის, რომ თქვენი არჩევანი ჩემზე შეჩერდა. იცოდეთ, რომ არცერთი წუთი არ მიფიქრია, რომ ეს დამსახურებაა, უფრო ავანსი და კრედიტია, რომელიც თქვენ გაეცით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42