მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრმა შაშკინი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ძალების დისკრედიტირებაში დასდო ბრალი საქართველოს თავდაცვის ორმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიისთვის კიდევ ერთი განმარტება გააკეთეს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გენშტაბის წარმომადგენლები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.
„თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიმალა, როცა რამდენიმე ოფიცრის ზურგსკან, გენშტაბის წარმომადგენელს გააკეთებინეს პოლიტიკური განცხადებები. გენშტაბი უნდა იყოს დაკავებული ქვეყნის უსაფრთხოებით და ჯარზე ზრუნვით და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, ეს არის დაცინვა და ხელოვნური პრობლემების შექმნა შეირაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის, რომ აირჩიონ მთავარსარდალი, აირჩიონ პრეზიდენტი. იმიტომ, რომ გარდა ფინანსური ხარჯისა, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ვაზიანიდან, საარტელიო ბრიგადიდან სერჟანტი, რომ ჩავიდეს ზუგდიდში, რა ღირს. მეორე, ეუბნებიან, რომ იმავე დღეს უნდა დაბრუნდე, რაც ლოჯისტიკურად შეუძლებელია და მესამე, არავინ არ გაუშვებს მთელ ჯარს სახლში. ეს ხომ გასაგებია, რომ ზემდგომი ოფიცრის ხელში იქნება გადაწყვეტილება, ვინ გაუშვას და ვინ არა და ეს არის რეალურად ხელოვნური პრობლემების შემქნა ჯარისთვის, რომ აირჩიონ თავის მთავარსარდალი,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე, კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჯარისკაცებთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კარგად იცის, ჯარი მოღალატეს არ აირჩევს მთავარსარდლად.
„ხელისუფლებამ ინსტიტუციურად უკვე შექმნა პირობები, იმისთვის, რომ ჯარის უდიდესი ნაწილი ვერ მიიღებს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას. ნათელია, რომ მთელი ჯარის სახლში გაშვება ნიშნავს, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უხეშ შელახვას. ეს არწმოუდგენელია, არავინ გააკეთებს იმას რომ ჯარისკაცებს გამოწერონ სამივლინებო, წავიდნენ რეგისტრაციის ადგილზე, რომ გამოიყენონ კონსტუტუხიური უფლება აირჩიონ მთავარსარდალი. აქიდან გამომდინარე, საზოგადოების ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - ჯარისკაცი კაპრალი და სერჟანტი გამოთიშა ამ პროცესიდან. დარწმმუნებული ვარ, რომ ქართული ჯარი, პუტინის მსახურს, მის გამხმოვანებელს, საქართველოს მოღალატეს არ აირჩევს“- აღნიშნა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






