„ბატონ ფარცხალაძეს საპარტნიორო ფონდთან არ ჰქონია დ არ აქვს კავშირი“ - დავით საგანელიძე
პოლიტიკა - 19:17, 12 Oct, 2018     961

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. საგანელიძე აცხადებს, რომ ყოფილ პროკურორს არც საპარტნიორო ფონდთან და არც მასში შემავალ კომპანიებთან, კავშირი არ აქვს:

"მე სხვათაშორის მერე სპეციალურად მოვუსმინე როცა მითხრეს. სულ სხვა ვერსიები ჰქონდა ერთი და იგივე საუბრისას და დღეს როგორც მითხრეს, კიდევ სხვა ვერსია თქვა. ასე ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ „ფაქტზე“ შეიძლება ისაუბროს, რომელიც არანაირ კავშირში არაფერთან არ არის.

გუშინ ჩვენი საპარტნიორო ფონდის იურიდიულმა დეპარტამენტმა გააკეთა განმარტება მე არაფერს დავამატებ. გეტყვით ერთს, რომ არანაირი შეხება არც თავიდან მშენებლობის პროცესში, არც მუშაობის პროცესში, არც როგორც დამფუძნებელს, არც როგორც კონსულტანტს, ბატონ ფარცხალაძეს ფონდთან, არ ჰქონია არ აქვს და რა იქნება მომავალში, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“, - განაცხადა საგანელიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ახსენა ფარცხალაძის ადვოკატმა მისი და საპარტნიორო ფონდის კავშირი, საგანელიძემ უპასუხა:

"მე მეკითხებით, გენაცვალე, რატომ გააკეთა განცხადება? ჩვენ ახლა კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ, რას ემსახურება მისი განცხადება? არ მაინტერესებს, რომელიღაცა ადვოკატი, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში, რას საუბრობს და მეკითხებით რატომ თქვა ეს განცხადება. მას ჰკითხეთ, მე მინდა გავიმეორო და მოგცათ ეს განმარტება დეპარტამენტმა,რომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.“-განაცხადა საგანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42