ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში ვიზიტი შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა. ჯორჯ კენტის განცხადებით, იმ ქვეყანას რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის, მომხდარი არ შეესაბამება:
„მუხთარლის საქმეზე შეკითხვა ორი დღის წინ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დასვა საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების კონტექსტში. შეერთებული შტატები იცავს ჟურნალისტთა უფლებებს, რომლებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს ნებისმიერ ქვეყანაში. ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, როდესაც ჟურნალისტის გაუჩინარება ხდება ან აპატიმრებენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესმით, რომ ის, რაც მოხდა, არ შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ორივე ინსტიტუტი ღირებულებებს ეფუძნება, ამ ღირებულებებში შედის მედიის თავისუფლებაც,“- განაცხადა ჯორჯ კენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






