„ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა“ - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 18:49, 12 Oct, 2018     721

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია "საქართველო - ინვესტორთა დღე" გაიმართა. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ის ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

კონფერენციაზე შეკრებილ ინვესტორთა წინაშე საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე რეგიონის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესებით გამოწვეულ გავლენათა მიმართ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს ინვესტირებას საქართველოში განათლების სექტორში და ისეთი მოდელის ამოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ შიდა, ასევე რეგიონალურ შრომის ბაზრებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, სადაც ინვესტიციების მოცულობა ბოლო პერიოდში პერმანენტულად იზრდება. ამავე დროს, მან ყურადღება გაამახვილა სხვა სექტორებზეც, სადაც დიდია საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი. მათ შორის, გიორგი ქობულიამ დაასახელა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი წარმოება, ტექსტილი, ფინანსური სექტორი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები და სხვ.

გიორგი ქობულიამ ბრიტანელ ინვესტორებს გააცნო საქართველოს უახლესი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ბიზნეს მეგობრული კანონმდებლობის არსებობას.

კონფერენციამდე გიორგი ქობულიამ, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოსადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალში. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში უფრო მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. „ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მსოფლიოდან ამ საფონდო ბირჟის გავლით შემოიტანენ თანხებს საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს. პრაქტიკულად, ეს იქნება საქართველოსთვის უცხოურ ვალუტაში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42