„საპარტნიორო ფონდმა“ და „ლიკანის რეზიდენციამ“ რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:00, 12 Oct, 2018     1742

რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. „საპარტნიორო ფონდის“, „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა“ და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული კონცეფციის პრეზენტაცია ლიკანის კომპლექსში შედგა.

პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავდა, რომლის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება. რომანოვების სასახლის კარი მედიისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის დღეს გაიღო.

აუდიტორიას პროექტირების დეტალები ავტორებმა, „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საეთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულმა კავშირმა (ICOMOS) და კომპანიებმა „საქართველოს მემკვიდრეობა“ და „არქიტექტორები.ჯი2“-მა გააცნეს.

„გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ქვეყნები ტურისტების მოსაზიდად ქმნიან ლეგენდებს, იყენებენ მარკეტიგულ ტექნოლოგიებს, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. ჩვენ კი ახლა ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც რეალური ისტორიის ლეგენდარულ ეპოქას აცოცხლებს და ტურისტებისთვის საინტერესოა არამარტო ისტორიული დატვირთვით, არამედ - სამედიცინო ტურისტული დანიშნულებითაც. ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებდა. საბჭოთა პერიოდში ლიკანის სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ადგილი ქონდა სასახლისა და ისტორიული შენობების არქიტექტურაში უხეშ ჩარევებს, რამაც ძეგლის პირვანდელი იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა. ახალი კონცეფციის მიხედვით, რომანოვების სასახლე ავთენტურობის დაცვით აღდგება. ახალი ტურისტული ლოკაცია სერიოზულ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ადგილობრივებმა კი ეს უნიკალური შანსი სწორად უნდა გამოიყენონ“, განაცხადა „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

XIX საუკუნის ბოლოს აგებული ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა ავთენტურობის დაცვით აღდგება. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა სასტუმო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. მოხდება ისტორიული პარკის კეთილმოწყობა და დენდროლოგიური გეგმის განხორციელება.

და პირველად არსებობის განმავლობაში ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება.

„საპარტნიორო ფონდს“ მთავრობამ ლიკანის კომპლექსი მოვლა პატრონობის მიზნით გადმოსცა. „საპარტნიორო ფონდმა“ აიღო ვალდებულება, მოეხდინა სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კონკურსის წესით, შეირჩა სათანადო გამოცდილების მქონე სამი არქიტექტურული კომპანია, რომლებმაც პროექტირება და მუზეოგრაფია მოამზადეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42