„სალომე ზურაბიშვილი ვერ აცნობიერებს უპასუხისმგებლო განცხადებების პოლიტიკური შედეგების დამღუპველობას?“ - აზერბაიჯანული მედია საპრეზიდენტო არჩევნებზე წერს
პოლიტიკა - 19:08, 12 Oct, 2018     3127

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა სამცხე-ჯავახეთში აზერბაიჯანისა და თურქეთის მედიისა და პოლიტიკური წრეების ყურადღებაც მიიპყრო.

"სამთავრობო ფავორიტმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში "ფრანგმა" სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სომხური წარმოშობის მოსახლეობასთან შეხვედრისას დაუშვა საბედისწერო შეცდომა თურქეთთან და აზერბაიჯანთან საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. მიმართა რა პოტენციურად სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებ სომხებს, მან განაცხადა, რომ: "დღემდე მოქალაქეობის მინიჭების უფლება პრეზიდენტის კომპეტენცია იყო. ერთერთი პრეზიდენტი, რომლის გვარის დასახელებაც არ მინდა, დიდი რაოდენობით არიგებდა ორმაგ მოქალაქეობას თურქებზე, აი, თქვენ კი არ გაძლევდათ".

ამაზე იგი არ გაჩერებულა და ჯავახეთის რეგიონის ცენტრში - ახალციხეში თავისი აზრი კიდევ უფრო განავრცო, "მოქალაქეობას აძლევდა თურქებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ ბათუმში და იქამდე არ ჰქონდათ კავშირი საქართველოსთან." - წერს აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინი".

აქვე, მედიასაშუალება თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც კი სალომე ზურაბიშვილი ვერ შეცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. თუმცა აზერბაიჯანისა და თურქეთის პოლიტიკური წრეების შეშფოთებას იწვევს ზურაბიშვილის ზეაქტიური მხარდაჭერა ივანიშვილის მმართველი პარტიის მიერ. მეტიც, ოცნების ზოგიერთი ლიდერი მხარს უჭერს ზურაბიშვილის იდეას და რეგიონის მოსახლეობისათვის ორმაგი მოქალაქეობის აღდგენის ინიციატივით გამოდის.

ხომ არ გამოხატავს ზურაბიშვილი მმართველი პარტიის განწყობას? - სვამს კითხვას ინტერნეტპორტალი.

სალომე ზურაბიშვილმა დაამახინჯა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ თქვა თავის გამოსვლებში, რომ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა გათურქებულ ქართველებს, რომლებიც ისტორიული გადანაწილების შედეგად თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩდნენ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, - წერს "ჰაქინი".

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პრობლემა იმაშია, რომ იქ გარკვეული ძალები აშკარად გამოხატავენ სეპარატისტულ განწყობას და საქმე "ყარაბახის" განმეორებისაკენ სურთ წაიყვანონ. 2000 წლის შემდეგ, ე.წ. სოციალური მოტივებით ისინი მასიურად იღებენ სომხეთის მოქალაქეობას. ჯერ კიდევ 2000 წელს რუსეთ-საქართველო0ს დაპირისპირების ერთერთ კულმინაციურ მომენტში მოსკოვმა გააუქმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხარეებმა საერთოდ გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველოში არ არსებობს კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და სეპატრატისტულად განწყობილი ძალების გავლენით, რომლებიც სოციალური მდგომარეობითა და ეკონომიკური პრობლემებით სპეკულირებენ, რეგიონის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მასიურად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მიიღო სომხეთის მოქალაქეობა, რისი საშუალებითაც ისინი თავისუფლად მიემგზავრებიან რუსეთში სამუშაოდ. 2011 წლის მონაცემებით რეგიონის სომხური მოსახლეობის 80% დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, ცვლილებები შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელიც მოქალაქეობის აღდგენას ამარტვებს და ჯავახეთში მცხოვრები სომხებიც იმედოვნებენ, რომ ფაქტიურად მოხდება ორმაგი მოქალაქეობის ლეგალიზება და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის აღგენა.

დავიჯეროთ, რომ 66 წლის გამოცდილმა დიპლომატმა ზურაბიშვილმა, რომელმაც დიპლომატიის ევროპული სკოლა გაიარა, ეს არ იცის?.. ვერ აცნობიერებს ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებების პოლიტიკური შედეგების დამღუპველობას? არ ესმის, რომ ამცირებს თურქების ადამიანურ ღირსებას, მითუმეტეს მათი უდიდესი უმრავლესობა ეთნიკური ქართველები არიან? რომ აპირისპირებს ჯავახეთში მცხოვრებთ თურქეთის მოქალაქეებს?" - ნათქვამია სტატიაში.

აქვე სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი გამონათქვამი, როდესაც ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდის და ამის მაგალითად მოჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატის ბრალდებები, რომლის თანახმადაც წითელუბანი საქართველოს ავიაციამ დაბომბა და 2008 წლის ომისაქართველომ დაიწყო.

სტატიის დასასრულს, ავტორი ეინულა ფატულაევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება კარგად უნდა დააკვირდეს ქართული ოპოზიციის ახალ ლიდერს - გრიგოლ ვაშაძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, რომელივ სათავეში ჩაუდგა კოალიციას "ძალა ერთობაშიას" და მცირე დროის განმავლობაშ მოახერხა არჩევნებში ფავორიტი გამხდარიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42