„ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია და ეს მცდელობა საზოგადოებამ ერთობლივი ძალებით „უნდა ჩააგდოს“. ეს კომენტარი ნათელაშვილმა მესამე სექტორის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ეხება.
"სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია მიდის, მცდელობა მიდის და ეს მცდელობა უნდა ჩავაგდოთ ერთობლივი ძალებით მთელმა ქვეყანამ
"სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია მიდის, მცდელობა მიდის და ეს მცდელობა უნდა ჩავაგდოთ ერთობლივი ძალებით მთელმა ქვეყანამ. საჭიროა შედგეს საზოგადოებრივი რეესტრი იმ სახელმწიფო მოხელეებისა, რომლებიც ჩართულნი არიან გაყალბების პროცესში, მათ შემდგომ უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






