დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უმძიმეს მდგომარეობაშია.
„თუკი წინათ მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დაშინებით ადვილად გამოჰყავდათ საჯარო მოხელეები, ან ბაღის სკოლის მასწავლებლები ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დღეს კატეგორიული მიუღებლობაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა საზოგადოებაში და მათ ძალიან რცხვენიათ მისი მხარდაჭერა და ახლა ხდება იძულებითი გამოყვანა საჯარო მოხელეებისა და ძალიან ბევრი უკვე აპროტესტებს და ღიას საუბრობს ამასთან დაკავშირებით. გაგრძელდება ე.წ. კოორდინატორებად გაფორმებული ადამიანების მოსყიდვა და მათი იძულება, რომ მოიყვანონ ახლობლები, მეზობლები ნათესავები, მაგრამ ძირითადი რესურსი, ერთადერთი რესურსი არის საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც აიძულებენ სამუშაოს დაკარგვის ფასად, ხმა მისცენ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მესამე სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, წინასაარჩევნო დაკვირვებების შედეგად გამოიკვეთა, რომ „მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ“.
მასალის გამოყენების პირობები






