ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. დარსალია 2004-2006 წლებში ასევე მუშაობდა ბრიტანული ორგანიზაციის „ლონდონის საინფორმაციო ცენტრის კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ“ კავკასიის ოფისში სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო 2002-2004 წლებში ანალიტიკოსად ლონდონის საინფორმაციო ცენტრში.
როგორც ცნობილია, საგარეო უწყების მინისტრის ახალი მოადგილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხსა და ასევე ესსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხსაც ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები






