მერაბიშვილს იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა - ადვოკატები მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
პოლიტიკა - 15:42, 12 Oct, 2018     5315
საქართველოს ყოფილი პრემიერის ადვოკატების თქმით, ივანე მერაბიშვილს იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა.


უფლედადამცველების ინფორმაციით ეს ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი. მათი თქმით, სიმპტომის გამომწვევი მიზეზების დადგენა იმიტომ გართულდა, რომგამოვლენისთანავე არ ჩატარდა კვლევა.

მერაბიშვილის ადვოკატების თგანცხადებით, მედიქლაბიდან კონსილიუმის დასკვნა დაგვიანებით მიიღეს, სადაც სწორედ ამ სინდრომზეა საუბარი.

ადვოკატი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, მერაბიშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობა გაუმჯობესდა.

„დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა მედიქლაბში ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი.

შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს და არ არის დადგენილი, რისგან არის გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება მას ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული.

„შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო, ემკურნალა ივანე მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ," - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ადვოკატი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის განცხადება, სადაც მან ივანიშვილის უფლებადამცველებს კორექტულობისკენ მოუწოდა, ცინიკურია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42