შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს თავი აარიდონ პროვოკაციებს და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს:
„მოგიწოდებთ, არ დაუშვათ პოვოკაციები და სპეკულაციები, შსს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და წესრიგს. თუ საჭირო გახდება ექსტრემიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ წასვლა, უწყება იმოქმედებს მკაცრად. ნუ იქნება ეს მოულოდნელი „ცხელი თავებისთვის“- განაცხადა ავაკოვმა.
პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება გაავრცელა მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმაც. სინოდი მიმართავს ყველა მონაწილე მხარეს მოწოდებით, რომ თავიდან იქნას აცილებული ეკლესიების, მონასტრების და სხვა ობიექტების მითვისება, ასევე ყველა სხვა სახის ანგარიშსწორება და ძალადობრივი ქმედება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყუბანის კაზაკები მსოფლიო პატრიარქს შეუქცევადი ტრაგიკული შედეგებით ემუქრებიან და აცხადებემ რომ ისინი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფას არ დაუშვებენ.
მასალის გამოყენების პირობები






