შეეზღუდებათ თუ არა ჯარისკაცებს არჩევანის უფლება - თავდაცვის უწყება დიმიტრი შაშკინის განცხადებას მცდარს უწოდებს
პოლიტიკა - 15:07, 12 Oct, 2018     1442
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ სკანდალური ინფორმაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველ სამხედროებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

დიმიტრი შაშკინის აღნიშნულ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის, არჩილ ომიაძის განცხადებით, შაშკინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება:

“ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ცილისწამებაზე, რომელსაც ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით შაშკინი ავრცელებს წინასწარ შეცნობით ყალბ ინფორმაციას, თითქოს 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმებით. სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქცნიონირებდა 2016 წლამდე, მაგრამ ამასთანავე, თითქმის ყველა პარტია და ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვლიდა, რომ აღნიშნული ტიპის უბნებს ინსტრუმენტად იყენებდნენ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები მთელ შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა, გარდა ავღანეთისა.

მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო სამსახურებზე საარჩევნო უბნებზე გამოხატულობის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგიტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგიტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი გადასატანი ყუთების მეშვეობით”, - აღნიშნა არჩილ ომიაძემ.

არჩილ ომიაძემ დიმიტრი შაშკინის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში მყოფი სამხედროების როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, როდესაც საარჩევნო უბნების შეზღუდვაა შესაძლებელი:

“მსურს, სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ავღანეთის როტაციის ვადებთან დაკავშირებით, შაშკინის განცხადებაში ნათქვამია, რომ როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტიგენტში მონაწილე პირადი შემადგენლობის საარჩევნო უბნები. რა თქმა უნდა, ესეც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ხმას მისცემენ 2 ლოკაციაზე -ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა “მარმალზე”, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც მისია შეასრულა და საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაბრუნდება, ამ პერიოდისათვის იქნებიან შვებულებაში და გაანხორციელებენ თავიანთ უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით”,- აღნიშნა ომიაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42