საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ. დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
„მარტივად გეტყვი, ეს არის სიცრუე, სიცრუე, სიცრუე,“ - განაცხადა კალაძემ.
სამი გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც, საარჩევნო პროცესს აკვირდება, იმ სქემაზე საუბრობს თუ როგორ ახდენს ზეწოლას "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებზე.
მასალის გამოყენების პირობები






