საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ. დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.
აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ ხალხს არ სჭირდება მითიტება თუ ვის უნდა მისცეს ხმა საარჩევნო ყუთთან:
„არ ვიცი მე ამის შესახებ არ გამიგია. ყველამ თავის საქმე იცის და თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კანონს რომელიც ჩვენ მივიღეთ და ბრძანებულება, რომელიც გამოსცა პრემიერ-მინისტრმა ნუ დაარღვევენ, თორემ არის სტრუქტურები, სადაც ამ თემას იხილავენ და შენიშვნის გარდა შეიძლება უფრო მკაცრი ზომებიც იქნეს მიღებული. არ სჭირდება ხალხს მითითება, ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ საარჩევნო ყუთთან როცა მივლენ. და ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი და დავალება ამას ვერ შეცვლის, ასე რომ ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენი მონაპოვარია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






