ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ განაცხადა.
„ჩვენ გვსურს ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, რათა დროში არ გაიწელოს, რადგან ომოსი უნდა იქნეს მიღებული ნოემბრის მეორე ნახევარში სინოდის სხდომაზე. ამ დროში ჩვენ აქ, უკრაინაში, უნდა შევასრულოთ ჩვენი „საშინაო დავალება“ იმისთვის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შესრულებული დავალებებით მივიდეთ და მივიღოთ ეს დოკუმენტი.“- განაცხადა ზორიამ.
კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მოუწოდა როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასევე მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და მრევლს, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთანების პროცესს.
პატრიარქმა ფილარეტმა მოუწოდა ორივე მხარის იერარქებს, რომ დაიწყონ მზადება საგანგებო გაერთიანებული საბჭიოსთვის, რომლის ამოცანაც იქნება ეკლესიის გაერთინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ერთიანი ადგილობრივი, ავტოკეფალური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის არჩევა, რომელიც მიიღებს პატრიარქობას და სინოდალურ ტომოსს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მართლმადიდებლების გაერთიანების პროცესი უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, მშვიდობიანად და ყოველგვარი იძულების გარეშე. ეკლესიის თითოეულმა წევრს, როგორც საერო ასევე სასულიერო პირებს აქვთ უფლება თავისუფლად აირჩიონ საეკლესიო დაქვემდებარების ცენტრი - მიაკუთვნონ თავი უკრაინულ ან რუსულ ეკლესიას.
შეგახსენებთ, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება. ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. ამისთვის კი მისთვის ანათემის მოხსნა და კანონიკურ სტატუსში აღდგენა მთავარი პირობა იყო, რაც კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უკვე მოხდა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გუშინ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური - პატრიარქი ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - მაკარ მალეტიჩი და მათი მრევლი კანონიკურ სტატუსში აღადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






