ნაძალადევის რაიონში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნა
პოლიტიკა - 14:48, 12 Oct, 2018     788
დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი სპორტული ცენტრი შეემატა. ნაძალადევის რაიონში, ახალი სპორტული ცენტრი თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

ზღვის უბნის დასახლებაში, 3 247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 1 500-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ნაძალადევის რაიონში მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რათა აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობა და განვითარება მოხდეს. კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში მსგავსი ტიპის კომპლექსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მულტიფუნქციური კომპლექსები, რომელთა გახსნასაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ, კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო მეტი დატვირთვის იქნება. ვფიქრობ, ეს მიდგომა სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის აუცილებელია. აღნიშნულ პროცესში თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნაძალადევის რაიონში მდებარე სპორტული კომპლექსი ჭიდაობის დარბაზს, კრივის რინგს, ორ საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ), ფიტნეს-დარბაზს, გასახდელებსა და სველ წერტილებს, კაფესა და სპორტულ მაღაზიას მოიცავს. ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად.

სპორტული კომპლექსის გახსნას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42