საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, Galt&Taggart-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:35, 12 Oct, 2018     1560
12 ოქტომბერი, 2018- საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, Galt&Taggart-მა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კონფერენცია - ‘”საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა, არსებულმა თუ პოტენციურმა ინვესტორებმა, მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკურ, სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ალკოჰოლურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.


„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ერთ წელიწადში ბანკს მოზიდული აქვს 550 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან, ქვეყნის პირველ პირებთან ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„მოხარულები ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო, როგორიც ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე გამართული “საქართველოს ინვესტორთა დღეა”. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არსებული თუ პოტენციური კლიენტებისთვის ფინანსური ინფორმაციის სიღრმისეულად გასაცნობად. რეგულარული და ეფექტური შეხვედრები ინესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად ", - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

კონფერენციას - „საქართველოს ინვესტორთა დღე“-ს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული ინვესტორები და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42