საქართველოში „ლექსუსის" პირველი ოფიციალური სადილერო ცენტრი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 12 Oct, 2018     1782
ბოლო პერიოდში, საქართველოს საავტომობილო ბაზარი საგრძნობლად და აქტიურად იზრდება. ეს დინამიკა განსაკუთრებულად შეინიშნება საავტომობილო ბაზრის პრემიუმსეგმენტში, სადაც მოწოდებასთან ერთად მომხმარებელთა მოთხოვნებიც მატულობს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ლექსუსი“ უკვე დიდი ხანია, ქართველი მძღოლების რჩეულ ბრენდად ითვლება, კომპანიამ გადაწყვიტა, საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი ჰყოლოდა. შესაბამისად, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს მალე საშუალება ექნებათ, „ლექსუსის“ ოფიციალური პროდუქცია უკვე უშუალო დილერისგან, თბილისშივე შეიძინონ.

„ლექსუს თბილისი“ 10 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის 160 ნომერში გაიხსნა და მომხმარებლებს ისეთ მოდელები წარუდგინა, როგორებიცაა: კროსოვერები - NX და RX, სედანები - ES და LS, მაღალი გამავლობის ავტომობილები - GX და LX და კუპე - LC. მათ შორის NX, RX, LS და LC ჰიბრიდული ძრავებითაც იქნება ხელმისაწვდომი. იქვე არის განთავსებული „ლექსუსის“ სერვისცენტრიც, სადაც მსურველებს გამოცდილი პროფესიონალები მოემსახურებიან.

„ლექსუსი“ არის ბრენდი მათთვის, ვისთვისაც სტილი და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლები მანქანის მართვით სრულყოფილ სიამოვნებას იღებენ და თავადვე აღნიშნავენ, რომ კომფორტი, რომელსაც ის უქმნით, შეუცვლელია. – აღნიშნავს ლაშა ლომიძე, „ლექსუს თბილისის“ გენერალური დირექტორი, – „გვიხარია, რომ საქართველოს „ლექსუსის“ ოფიციალური დილერი ეყოლება და ქართველი მომხმარებლები ჩვენი ბრენდის პროდუქციის შეძენას უშუალო წარმომადგენლისგან შეძლებენ. აქ მომხმარებლებს ისე დახვდებიან, როგორც სახლში მოსულ სტუმრებს. სწორედ ესაა იაპონური სტუმართმოყვარეობის ფილოსოფია, რომელსაც „ომოტენაში“ ჰქვია და რომელიც თითოეული სტუმრის საჭიროების გათვალისწინებას, ყველა დეტალისათვის ყურადღების მიქცევასა და მადლიერების გამოხატვას გულისხმობს.“

„ლექსუსი“ იაპონური ბრენდია, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. დაარსების დღიდან ლექსუსი ორიენტირებულია არა უბრალოდ ავტომობილების წარმოებაზე, არამედ ახალი და განსხვავებული ცხოვრების სტილის შექმნაზე. ეს დამოკიდებულება ნათლად ჩანს როგორც ავტომობილის დეტალებში, ასევე იმ მიდგომაში, რომელიც მომხარებელს შოურუმში მოხვედრისთანავე ხვდება.

დღეს „ლექსუსი“მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42