თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:15, 12 Oct, 2018     1425

თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი ჩატარდა. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი - მარვინ რიზი ეწვია.

დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი - კახი კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიზნესფორუმზე მოხსენებით საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკენზი-სმიტიც გამოვიდნენ. ფორუმზე დამსწრე აუდიტორიამ წარმატებული ბრიტანული კომპანიების გამოცდილება და ისტორია მოისმინა.

პარალელურად, ბიზნესფორუმის მონაწილეებმა თიბისი გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018" იხილეს. ექსპოზიციაში თავმოყრილია როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე, ისე დამწყები ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 30 წლის მანძილზე თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა ასახავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ამ ორ ქალაქს შორის, დასაწყისიდან დღემდე. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილ მრავალფეროვან მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორის ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურას, მხატვრობას.

თბილისსა და ბრისტოლს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ქალაქების მერიის ინიციატივით არაერთი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42