კახა კალაძე თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების საიუბილეო ბიზნესფორუმს დაესწრო
პოლიტიკა - 12:53, 12 Oct, 2018     534
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრისტოლის მერთან, მარვინ რისთან ერთად, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით გამართულ ბიზნესფორუმს დაესწრო.

კონფერენცია თბილისისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის დაძმობილების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. ბიზნესფორუმის მიზანი ბრიტანული კომპანიებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესკლიმატის გაცნობაა.

თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსგავსი ფორუმები ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი 30 წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. გუშინ, ბრისტოლის მერთან შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანაშრომლობა. ეს სფეროებია ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღამის ეკონომიკის განვითარება, რაშიც ბრისტოლს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეკოლოგია წარმოადგენს. 2015 წელს ბრისტოლი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდა. შესაბამისად, ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება და იმ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც ჩვენს ქალაქს შესაძლებლობას მისცემს, ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო დაცულია.

„თუ გადავხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საქართველო ბიზნესგარემოს კუთხით, ლიდერ ქვეყნებს შორისაა. ეს არის გამჭვირვალობა, ბიზნესის დაცულობა. ყველა ის ინვესტიცია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორი განვითარებულია, ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ურთიერთობა კი მაღალ დონეზეა აყვანილი. ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ბრისტოლის მერმა კახა კალაძეს ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის არსებული 30-წლიანი ურთიერთობების ნიშნად, სიმბოლური საჩუქარი - ქალაქის ვალუტა, ბრისტოლის ფუნტი გადასცა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ღონისძიებაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური, ქართული და ბრიტანული ბიზნესწრეებისა და „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42